საკონსტიტუციო განხილვები საქართველოს პირველ არხზე

კონსტიტუციური პროექტის განხილვის მონაწილეებს საქართველოს პირველი არხი სატელევიზიო ეთერს უთმობს. დისკუსიაში პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის წევრები, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

ამასთან, შეკითხვების გამოგზავნის შესაძლებლობა ექნება ნებისმიერ მოქალაქეს ელექტრონული მისამართით და ონლაინპლატფორმის მეშვეობით. განხილვაში მონაწილეობის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია 1tv.ge-ზე ორშაბათს, პირველ ივნისს გამოქვეყნდება. მსჯელობა კი 4 ივნისს, 22:30 საათზეა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, კონსტიტუციური პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, რამდენჯერმე გადაიდო.