საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გრძელდება. მსჯელობა დღეს მესტიაში იმართება. შესაბამისი კომისია ცვლილებათა პაკეტს ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებს აცნობს.

განხილვის შედეგები კი საბოლოოდ პარლამენტს წარედგინება. სწორედ ამის შემდეგ დაიწყება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში კონსტიტუციურ კანონპროექტზე მსჯელობა. ოპოზიციის ნაწილი პროცესში ჩართვას არ აპირებს. შეხვედრები უკვე გაიმართა ქუთაისში, ამბროლაურში, ოზურგეთში, ბათუმსა და სამეგრელოში.