საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა თბილისში იწყება.
პროექტის მიხედვით, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნები 2 %-ანი ბარიერით უნდა ჩატარდეს. დოკუმენტის მეორე პუნქტში კი საუბარი ფრაქციის შექმნას შეეხება, – შვიდის ნაცვლად საკმარისი ოთხი წევრი. კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები შარლ მიშელის დოკუმენტით არის განსაზღვრული. ამიტომ საპარლამენტო ოპოზიციის უმრავლესობა მზად არის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში აქტიურად ჩაერთოს.