„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტების ხელმოწერების საკითხზე იმსჯელებენ დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. განიხილება შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი. კომიტეტის წევრები მოამზადებენ დადგენილების პროექტს და შექმნიან საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიას, რომელიც ერთი თვის განმავლობაში მოსახლეობასთან შეხვედრებს ჩაატარებს და განხილვის შედეგებს პარლამენტს გააცნობს, სწორედ ამის შემდეგ კანონპროექტის განხილვა დაიწყება.
დოკუმენტი ეხება ქორწინების დეფინიციას, შვილად აყვანის საკითხებს, ასევე, სქესის შეცვლის სამედიცინო სერვისებს. განსაკუთრებული აქცენტი საგანმანათლებლო დაწესებულებებზე კეთდება. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციის ნაწილი საერთაშორისო სახალხო განხილვებში ჩართვას არ აპირებს.