ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვით პარლამენტი საშემდოგომო სესიას ასრულებს. დეპუტატებმა ინიცირებულ ცვლილებებს კენჭი დღეს მეორე მოსმენით უნდა უყარონ. მთელი დღის განმავლობაში განსაკუთრებული მსჯელობის საგანი იყო კონსტიტუციის მე-18 მუხლში იუსტიციის სამინისტროს მიერ შეთავაზებული ცვლილება. საკითხი საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის გაცემას ეხებოდა, რასაც არასამთავრობო სექტორის კრიტიკა მოჰყვა.
სალომე ქოქიაშვილი მუშაობს ქუთაისში.