ბათუმში საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საჯარო განხილვა გაიმართა.
პროექტი 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობს. განხილვა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მიმდინარეობს. მას პარლამენტის თავჯდომარე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრები, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან. განსახილველად ცვლილების ორი პროექტია გამოტანილი. ერთი მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ არის ინიცირებული, ხოლო მეორე – საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომელმაც საქართველოს 200 ათასი მოქალაქის ხელმოწერები შეაგროვა.