საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა 4 ივნისს დაიწყება – დისკუსია დისტანციურად ჩატარდება. ინტერაქცია საქართველოს პირველი არხისა და აჭარის ტელევიზიის მეშვეობით მოხდება – ცვლილებებს მოსახლეობა სატელევიზიო ეთერით გაეცნობა – კითხვებს კი, ინტერნეტის საშუალებით დასვამს.
ოპოზიცია მმართველ გუნდს რვა მარტის შეთანხმების შესრულებასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცვლილებების პროექტის მხარდაჭერას არ აპირებს.
ნათია ქენქაძე დეტალებით.