პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით 29 ივნისის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს და დაამტკიცებს.
კონსტიტუციური პროექტის მხარდაჭერას ისევ არ აპირებენ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. მათი განცხადებით ცვლილებებს ხმას მხოლოდ გიორგი რურუას გათავისუფლების შემთხვევაში მისცემენ. კენჭისყრაში მონაწილეობას ისევ მიიღებენ დამოუკიდებელი დეპუტატები. რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, ისინი ხაზს უსვამენ, რომ ცვლილებებს ჩავარდნის საფრთხე არ ემუქრება და პროექტი 116 დეპუტატის ხმას მოაგროვებს.