„ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. ისინი გიორგი რურუას გათავისუფლებას მოითხოვენ.
განსხვავებული პოზიცია აქვთ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებსა და დამოუკიდებელ დეპუტატებს, რომლებიც დოკუმენტის მხარდაჭერას გეგმავენ. მმართველი გუნდი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ცვლილებებს მხარი დაუჭიროს. „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ მოუწოდებს, 8 მარტის შეთანხმება შეასრულონ და ცვლილებებს მხარი დაუჭირონ.