„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ ინიციატივას, ოპოზიციის ნაწილი შეთანხმების დარღვევად აფასებს. მმართველი გუნდის ოპონენტები საკონსტიტუციო ცვლილებების ჩასწორებულ ვარიანტს არ ემხრობიან და ბარიერის დაწევას ითხოვენ.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროპორციული სისტემით შემდეგი არჩევნების ჩატარების ჩანაწერის ამოღება, ხელისუფლების მხრიდან რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებულ შიშს უკავშირდება.