საკომიტეტო მოსმენა

პარლამენტში იმ კანონის ინიცირება დაიწყო, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების საკითხს დაარეგულირებს.

კანონის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ უნდა გასხვისდეს. მიწის არ დამუშავების შემთხვევაში კი სანქციები ამოქმედდება. საკითხი დღეს აგრარულ საკითხთა კომიტეტში განიხილეს და მას მხარი დაუჭირეს.

ორგანული კანონის საბოლოო დამტკიცებას საკანონმდებლო ორგანო თვენახევარში გეგმავს.