„სახიობას“ კონცერტი ბათუმში

ბათუმის დრამატულ თეატრში „სახიობას“ კონცერტი გაიმართა.

ანსამბლი ბათუმელი მსმენელის წინაშე ბოლო პროექტითა და მრავალფეროვანი რეპერტუარით წარდგა. შესრულდა არაერთი ქართული ტრადიციული საგალობელი, ხალხური სასიმღერო საკრავების მუსიკა და საარქივო საექსპედიციო ჩანაწერებიდან აღდგენილი მუსიკალური ფოლკლორის ნიმუშები.