ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტები გამოავლინა.
ივლისსა და აგვისტოში, თბილისსა და რეგიონებში განხორციელდა მასშტაბური ღონისძიებები ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა – მხილების მიზნით.
საგამოძიებო უწყებამ შესაბამისი სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე მოქმედი 23 ხის სახერხი საამქრო გამოავლინა. სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე კი შვიდი მეწარმე სუბიექტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.