საქართველოს სახელოვნებო სექტორის დამოუკიდებელი წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებს და სახელოვნებო ინსტიტუციებს მიმართავენ. წერილში, რომელიც ევროპის საბჭოს, იუნესკოს და ევროკავშირს გაეგზავნება, კულტურის სფეროში არსებულ პრობლემებზეა საუბარი. ავტორები კულტურის მინისტრის მიერ გატარებულ რეფორმებს „არადემოკრატიულს“ უწოდებენ. მათი თქმით, კულტურის სფეროში ირღვევა როგორც სიტყვის თავისუფლება და ასევე ხდება განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნა. წერილს ხელს 50-მდე სახელოვნებო სექტორის დამოუკიდებელი წარმომადგენელი აწერს.