სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები და ზოგადად ოკუპაციის საკითხები იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართული ბრიფინგის მთავარი თემა. სუსი-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, უსაფრთხოების საკითხების, განსაკუთრებით უკანონო დაკავებებისა და ე.წ. ბორდერიზაციის პოლიტიზირება სახელმწიფოს ინტერესებს კრიტიკულად აზიანებს. მისივე განცხადებით, გარკვეული ჯგუფების მხრიდან გაკეთებული განცხადებები იმის თაობაზე, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელებს მიერ საქართველის მოქალაქეების გატაცებები განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გახშირდა, არასწორია, რადგან უკანონო დაკავებები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ფიქსირდება და საოკუპაციო რეჟიმი ყოველწლიურად, საქართველოს ათეულობით მოქალაქეს აკავებს, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2011 წელს არის დაფიქსირებული, როდესაც 40 მოქალაქე დააკავეს. ბრიფინგზე ასევე ისაუბრეს იმ სამუშაოებთან დაკავშირებით, რომელსაც სუსი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების მიზნით ახორციელებს.

მოამბე