სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, პარლამენტს 2019 წლის ანგარიში წარუდგინა. დოკუმენტი 42-გვერდიანია და მიმოხილულია ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები. კერძოდ, საუბარია ოკუპაციაზე, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ჰიბრიდულ ომზე.

პარლამენტი დოკუმენტს საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს, მას შემდეგ, რაც საქმიანობას განაახლებს.