სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში

პარლამენტი სუს-ის ანგარიშის განსახილველად ემზადება.

2017 წლის მსგავსად, 2018 წლის დოკუმენტშიც ქვეყნის მთავარი გამოწვევები უცვლელია. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე და ოკუპირებულ რეგიონებში გახშირებულ გატაცებებზე.

ერთ-ერთ მთავარ ამოცანად რჩება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაც. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს შესაძლო მხარდამჭერთა რიცხვი, ფინანსები და გავლენები შემცირებულია, თუმცა საფრთხეები მაინც არსებობს. ერთ-ერთ ასეთ საშიშროებად ოკუპირებული რეგიონები სახელდება.