სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში

დაახლოებით ერთ საათში პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასული წლის ანგარიშზე იმსჯელებს. დეპუტატებს 54-გვერდიან ანგარიშს უწყების ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი წარუდგენს. დოკუმენტში მთავარი აქცენტი გაკეთებულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე. უწყება ქვეყნის მთავარ გამოწვევად საქართველოს ოკუპაციას ასახელებს. განხილვისთვის ემზადებიან პოლიტიკური მხარეები. მწვავე კითხვები აქვს ოპოზიციას.