სახელმწიფო სასწავლო გრანტით სტუდენტთა დაფინანსება

სახელმწიფო სასწავლო გრანტით სტუდენტთა დაფინანსება გრძელდება. აღნიშნულს განათლების სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.

2022 წელს მოქმედ 13 კატეგორიას დაემატა კიდევ ერთი, გრანტის მიღებას მიმდინარე წელს უკვე შეძლებენ ის სტუდენტები, რომელთა მშობელიც საერთაშორისო მისიებში მსახურობის შედეგად გარდაიცვალა ან მიიღო მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. განაცხადის შევსების შესაძლებლობა ასე აქვთ სტუდენტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ომში დაღუპულთა შვილებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს, ობოლ სტუდენტებს, აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი სკოლების კურსდამთავრებულებს და შშმ პირებს. განათლების სამინისტროს საიტზე ონლაინ განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.