სახელმწიფო მზრუნველობაში გადასული ბავშვები - რატომ ამბობენ ოჯახები შვილების აღზრდაზე უარს
რატომ ამბობენ ოჯახები შვილების აღზრდაზე უარს, მათზე ზრუნვას კი სახელმწიფოს ანდობენ? სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გასულ წელს, სახელმწიფო პროგრამაში 530 ბავშვი ჩაერთო. 2017 წლის 11 თვის მონაცემებით, საკუთარი ოჯახები 380-მა მოზარდმა დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზი ძირითადად მძიმე სოციალური მდგომარეობაა. ზოგჯერ კი ოჯახებიდან ბავშვები სოციალურ მუშაკებს მიჰყავთ.
საკითხის მოსაგვარებლად საკუთარი პოზიცია აქვთ მესამე სექტორში. არასამთავრობოები ხელისუფლებას კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავენ.
თემაზე მანანა გიგინეიშვილი მუშაობდა.