სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმა

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი გაუქმდა.

პირველი მარტიდან მის ნაცვლად ორი სამსახური ჩამოყალიბდება. ხმაურიანი განხილვების შემდეგ სადავო კანონპროექტი 81 ხმით შვიდის წინააღმდეგ დამტკიცებულია. დაჩქარებული წესით მიღებულ დოკუმენტში რამდენიმე ცვლილება შევიდა. უწყებაში დასაქმებული 120 თანამშრომელი უმუშევარი არ დარჩება და ახალ სამსახურებში გადანაწილდება.

პროექტში შესაბამისი გარანტიების ასახვის მიუხედავად, უწყების გაუქმებას და ორი ახალი სამსახურის შექმნას პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად აფასებს თოლორაია, რომელსაც მმართველი გუნდი კონკურსში მონაწილეობას სთავაზობს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის და სამოხელეო დანაშაულის გამოძიების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნას მმართველი გუნდი საერთაშორისო პრაქტიკითაც ამყარებს, რაც ოპოზიციისთვის არადამაჯერებელია.

ხელისუფლების ოპონენტები პრეზიდენტისგან ვეტოს ელოდებიან.