სახელმწიფო დროშის დღე

დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე. „20 წელი გავიდა იმ 14 იანვრის შემდეგ, როცა საქართველოს პარლამენტმა ხუთჯვრიანი დროშა სახელმწიფო დროშად დაადგინა. თუმცა ნებისმიერი თარიღი და პერიოდი ჩვენი დროშისთვის პირობითია, ვინაიდან ის ჩვენი ერის, ეკლესიის და სახელმწიფოს საუკუნოვანი თანამდევია, – ვკითხულობთ შალვა პაპუაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში.