სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადება

ამერიკას სურს, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იხილოს, – აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი. ჟურნალისტები დაინტერესდნენ და ჰკითხეს: „პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეშფოთება გამოთქვა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და ამ კონტექსტში რა მოლოდინები და გეგმები აქვს ამერიკას? მილერის თქმით, ყურადღებით დააკვირდებიან მომდევნო დღეებს.