სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საინვესტიციო გარემოს შესახებ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს საინვესტიციო კლიმიტთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2022 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გლობალური კვლევის მიხედვით, საქართველო გამოირჩევა როგორც პოპულარული საინვესტიციო მიმართულება. ინვესტიციების მხრივ საქართველო მე-13 ადგილს იკავებს. კვლევის მიხედვით, საქართველოთი დაინტერესებული ინვესტორების 70% ოპტიმისტურად არის განწყობილი ქვეყნის ეკონომიკის მიმართ. ანგარიშში საუბარია საერთაშორისო სანქციებზეც და აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-სა და სხვათა მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების მიზნით. ანგარიშში გამახვილებულია ყურადღება ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისკენ მიმართულ რეფორმებზე და აღნიშნულია გადახდისუუნარობის ახალი კანონის შესახებ, რომელიც 2021 წლის პირველ აპრილს შევიდა ძალაში. ანგარიშში საუბარია სახელმწიფო შესყიდვებზეც. ანგარიშის შეფასებით, საქართველომ განაგრძო სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალე ელექტრონული სისტემის ფუნქციონირება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა.