აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. დოკუმენტში მიმოხილულია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები სხვადასხვა მიმართულებით. ანგარიშის ამავე ნაწილში მოხვდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეც. ძირითადად სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, უზრუნველეყოთ სააკაშვილისთვის დროული და შესაბამისი მკურნალობა.