პარლამენტმა ბიუჯეტის კორექტირებული პროექტის განხილვა დაიწყო.
ოპოზიციას მაინც შენიშვნები აქვს. მთავრობის მიერ გადაგზავნილ ახალ ვერსიაში მთავარი ფინანსური დოკუმენტი 700 მილიონი ლარითაა გაზრდილი და ჯამში 28 მილიარდს აჭარბებს. შეცვლილ პროექტში სოციალური პროგრამების და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაა გაზრდილი, გათვალისწინებულია საჯარო მოხელეების ხელფასების და პენსიების მატებაც. თუმცა, პრიორიტეტებს არასწორად გადანაწილებულად მიიჩნევენ ოპოზიციური პარტიები. ხელისუფლების ოპონენტებს კითხვები მთავრობის სარეზერვო ფონდის გაზრდაზეც.
შალვა სუმბაძე ადევნებდა თვალს პლენარულ სხდომაზე გამართულ დებატებს, რა დროსაც დეპუტატების კითხვებს ფინანსთა მინისტრი პასუხობდა.