2020 წლის ბიუჯეტის პროექტი პოლიტიკური უთანხმოების თემად რჩება.
დეპუტატების შენიშვნების მოსმენის შემდეგ მთავრობამ პარლამენტში დოკუმენტის კორექტირებული ვერსია გაგზავნა. თუმცა ახალ ვარიანტში ძირითადად ტექნიკური ხასიათის ცვლილებებია შეტანილი და პროექტი პრაქტიკულად უცვლელია. ფინანსთა სამინისტრო დოკუმენტში გარკვეული ცვლილებების შეტანას და მასში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის რეკომენდაციების ასახვას პროექტის საბოლოო ვერსიაში აპირებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ნოემბრის ბოლოს შევა. არ არის გამორიცხული, რომ სხვა საკითხებთან ერთად გადაიხედოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც, რომელიც არსებულ ვარიანტში 5%-ს შეადგენს. საერთაშორისო სავალუტო ფონდს კი 2020 წლისთვის სხვა პროგნოზი აქვს.
სანდრო ჯუფალაკიანი მუშაობს თემაზე.