პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემდეგ საჯარო ხდება ცესკო-ს თანამშრომელთა სახელფასო დანამატები და პრემიები.
აუდიტის სამსახურის ანგარიშში მოყვანილი ციფრები შთამბეჭდავია, რის გამოც ცენტრალური საარჩევნო კომისია მწვავე კრიტიკის სამიზნედ იქცა.
კვლევის საგანი იყო 2017 წლის სამთვიანი წინასაარჩევნო პერიოდი. მაკონტროლებელ ორგანოს აინტერესებს, რატომ გაიცა თანამშრომლებზე ხელფასის ორმაგ ოდენობასთან ერთად პრემიებიც.
დღეს გამოქვეყნებულმა ანგარიშმა კითხვები მმართველი გუნდის ლიდერებს შორისაც გააჩინა.