დღევანდელი კონფერენცია 10 წუთის დაგვიანებით დაიწყო.
მიზეზი დარბაზში სახანძრო საევაკუაციო სიგნალის ჩართვა გახდა. ამ შემთხვევაში განგაში ცრუ აღმოჩნდა, თუმცა ირკვევა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტების დიდ ნაწილში სახანძრო უსაფრთხოების სისტემა გაუმართავია. მონიტორინგმა აჩვენა, რომ ზოგიერთ ობიექტზე მსგავსი სისტემა საერთოდ არ არსებობს. რეგულაციების გამკაცრების შემდეგ შემოწმდა სასტუმროები, სკოლები, საბავშვო ბაღები, აეროპორტი, სპორტული დარბაზები, კინო-თეატრები და სავაჭრო ცენტრები. თუმცა დასკვნა საგანგაშოა. ხანძრის გაჩენის შემთხვევაში მისაღები ზომები და უსაფრთხოების ნორმები შემოწმებულ ობიექტებს შორის სრულად არცერთს არ აქვს დაცული.