წინასაარჩევნო აქტივობების გაშუქების პარალელურად, საქართველოს პირველი არხი საარჩევნო სუბიექტებს პირდაპირი ეთერით სარგებლობის საშუალებას აძლევს. თითო საარჩევნო სუბიექტს მაყურებლისთვის საკუთარი საარჩევნო პროგრამისა და პრიორიტეტების გასაცნობად „მოამბის“ ეთერში ხუთი წუთი დაეთმობა.