ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კი სახალხო დღესასწაული „ჰერეთობა“ აღნიშნეს.
ტყე-პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება გაიმართა. წარმოდგენილი იყო თეატრალიზებული საშემოდგომო კუთხეები, მოეწყო ღვინის, არყისა და ტრადიციული კერძების დეგუსტაცია. „ჰერეთობა 2024 გალა კონცერტით დასრულდა. ადგილობრივ მოსახლეობას სახალხო დღესასწაული პარლამენტის თავმჯდომარემ და წევრებმა მიულოცეს.