დღეს თელავში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ერეკლეობა“ აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები მიმდინარეობს. ძველი ბაღის ტერიტორიაზე, თელაველი მხატვრებისა და სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრებია წარმოდგენილი. ქალაქის მთავარ მოედანზე მოწყობილია სოფლის ნობათის, ღვინის, ტურიზმის, ხალხური რეწვის, წიგნისა და მუსიკის პავილიონები, ღია სცენაზე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით მიმდინარეობს კონცერტი, რომელიც გვიანობამდე გაგრძელდება და სადღღესასწაულო ფოიერვერკით დასრულდება.