ომბუდსმენობის ერთ-ერთი კანდიდატი, მარიკა არევაძე სახალხო დამცველის შერჩევის პროცესს აკრიტიკებს და ხარვეზებზე საუბრობს. მისი განცხადებით, კანდიდატების მოსმენის პროცესი არ იყო ობიექტური. არევაძის თქმით, მას როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს, პარლამენტში სხვადასხვა ბარიერი შეხვდა და საკომიტეტო მოსმენებზე იყო პირდაპირი თავდასხმა კანდიდატებზე და თავისუფალ სიტყვაზე.
საპირისპიროს აცხადებს სახალხო დამცველობის კიდევ ერთი კანდიდატი, ალექსანდრე კობაიძე, მისი თმით, მისთვის პროცესი გამჭვირვალე და მიუკერძოებელი იყო და იმედს იტოვებს, რომ მოხდება ღირსეული კანდიდატის შერჩევა. ორივე კანდიდატის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ არ მიიღწევა რეალური კონსენსუსი ოპოზიციასა ხელისუფლებას შორის, დიდია ალბათობა, რომ სახალხო დამცველის არჩევის პროცესი ჩავარდეს.