პოლიტიკურ პარტიებს სახალხო დამცველის კანდიდატების პარლამენტში წარსადგენად ვადა დღეს ეწურებათ. ოპოზიციის ნაწილი გეგმავს მხარი არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელებულ კანდიდატებს დაუჭიროს. ამ დროისთვის ომბუდსმენობის სურვილი 19-მა კანდიდატმა გამოთქვა.
რომელი კანდიდატების წარდგენას გეგმავენ პოლიტიკური ძალები პარლამენტში – მხარეთა პოზიციებს მანანა დევაძე გაგვაცნობს.