სახალხო დამცველის შერჩევის საკითხი

გახდება თუ არა ახალი სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი – ეს დღეს გახდება ცნობილი. მის კანდიდატურას პარლამენტი პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს. მანამდე კი იოსელიანს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დაუჭირა მხარი.

ახალი სახალხო დამცველის არჩევას პოლიტიკური კონსენსუსი და 90 დეპუტატის ხმა სჭირდება. ამასთან, ომბუდსმენის არჩევის საკითხი ევრორეკომენდაციებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია.

როგორია პოზიციები იოსელიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპექტრში – თეონა მანაგაძე გაგვაცნობს.