სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი

პარლამენტი ახალ სახალხო დამცველს დღეს დაგეგმილ რიგგარეშე სხდომაზე ვერ არჩევს. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, უმრავლესობა მხარს არცერთ კანდიდატს არ დაუჭერს და კენჭისყრა ფორმალურად გაიმართება. პროცესის ჩაშლაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. სახალხო დამცველის კანდიდატების კენჭისყრამდე, მხარეთა პოზიციებს მანანა დევაძე გაგვაცნობს.