სახალხო დამცველის არჩევის წესმა ოპოზიციაში პოზიციები ისევ ორად გაყო. თუ ზაფხულში ევროკომისიის რეკომენდაციებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ალტერნატიული პროცესი წამოიწყეს, ახლა მათი ხედვები განსხვავებულია. ომბუდსმენის შერჩევის მიზნით „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ გუნდს და სხვა პარტიებს შეუერთდნენ, რის გამოც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი მათ აკრიტიკებს და პროცესს ფარსს უწოდებს. სახალხო დამცველის არჩევის წესის ცვლილებაზე რეკომენდაცია ქვეყანამ ევროკომისიისგან მიიღო. ახალი წესით ომბუდსმენის შესარჩევად პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გამოსცა ბრძანება, სადაც შესაბამისი კრიტერიუმებია გაწერილი.