სახალხო დამცველის შეხვედრა სტუდენტებთან

სახალხო დამცველი კერძო და უმაღლესის სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე, უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და ომბუდსმენის აპარატს შორის მჭიდრო კავშირის აუცილებლობაზე და იმ პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრეს, რომლებიც როგორც სტუდენტებს, ასევე პროფესორ-მასწავლებლებსა და ლექტორებს აწუხებთ.

აუდიენციის დასასრულს უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და სახალხო დამცველის აპარატს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ადამიანის უფლებათა საკითხების გარშემო საგანმანათლებლო ერთობლივი პროექტების დაგეგმვა-განხორციელებას გულისხმობს.