სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვედრილი ფოტოების გამო ახმეტის რაიონის რამდენიმე საბავშვო ბაღის ხელმძღვანელებს ახსნა-განმარტებების გაკეთება უწევთ.
საუბარია იმ ფოტოებზე, რომლებმაც სოციალური ქსელიც მოიცვა. სურათების მიხედვით, ახმეტის რაიონის ზოგიერთი სოფლის სკოლამდელ დაწესებულებაში აღსაზრდელებს ლოგინიც კი არ აქვთ. ადგილების დეფიციტის მიუხედავად, ომბუდსმენის შენიშვნებს ადრესატები არ იღებენ და ანგარიშში მოყვანილ კონკრეტულ ფაქტებს არ ადასტურებენ.
რაიონში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები სხვა კუთხითაც საგანგაშოა. მწვავე პრობლემად რჩება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურაც.