ხორავას ქუჩის საქმის დამოუკიდებლად შესწავლის შემდეგ, სახალხო დამცველი მთავარ პროკურატურას მწვავედ აკრიტიკებს. ომბუდსმენის შენიშვნები დაგვიანებით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, მოწმეების არასრულად დაკითხვას და ექსპერტიზის არასრულყოფილად ჩატარებას ეხება. ნინო ლომჯარია პროკურორების და გამომძიებლების ნაწილს გულგრილობაში სდებს ბრალს და ცალკე საქმის აღძვრას ითხოვს იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა ადგილი სამოხელეო დანაშაულს.
სახალხო დამცველის პრეტენზიებს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაშიც იზიარებენ. კომისიამ დღეს ის არასრულწლოვნები დაკითხა, რომლებიც პირველი დეკემბრის სისხლიან გარჩევაში მონაწილეობდნენ.