„ალტ ინფოს“ მიერ პარტიის დაფუძნებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე, რომელიც ფიქრობს, რომ ეს პარტია უნდა აიკრძალოს. გიორგი ბურჯანაძის თქმით, ამ ხალხმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დღე მოაწყო – 5 ივლისი, სადაც ადგილი ჰქონდა ძალადობის არათუ პროპაგანდას, არამედ მასობრივ ორგანიზებულ ძალადობას. კონსტიტუციის მიხედვით, ამ პარტიის აკრძალვა შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოში. პროცესის ინიცირება კი შეუძლია პრეზიდენტს, მთავრობას ან 30 დეპუტატს. „ვინც არ გაასაჩივრებს ამ პარტიას და მის აკრძალვას არ მოითხოვს, ჩემთვის მათი ირიბი მოკავშირე და მხარდამჭერი იქნება“. წერს სახალხო დამცველის მოადგილე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
ანალოგიური მოთხოვნა აქვს პარტია „ლელოს“ წევრს. ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავის კოლეგებთან ერთად, ამ პარტიას გააუქმებს და ამ მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.