სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის პროცესი

როდის შეარჩევს პარლამენტი საქართველოს ახალ სახალხო დამცველს – კანდიდატების შეფასების კომისიის ცხრა წევრი შალვა პაპუაშვილმა უკვე დაასახელა. ასევე ცნობილია არასამთავრობო სექტორის ნაწილის მიერ შეთავაზებული კანდიდატების ვინაობაც.

არასამთავრობო ორგანიზაციები თანამდებობაზე ომბუდსმენის მოქმედ მოადგილეს, გიორგი ბურჯანაძესა და ანა აბაშიძეს, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილს წარადგენენ.

კანდიდატების წარდგენის ვადა ხვალ 29 სექტემბერს იწურება.