ახალი ომბუდსმენი ქვეყანას რვა დეკემბრამდე უნდა ჰყავდეს. სახალხო დამცველის თანამდებობაზე დასახელებულ შვიდ კანდიდატს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა უკვე მოუსმინა, 12 კანდიდატის მოსმენა კი 31 ოქტომბერს განახლდება.
ომბუდსმენი პარლამენტმა 90 ხმით ექვსი წლის ვადით უნდა დაამტკიცოს. იმის გათვალისწინებით, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში ხმათა ეს რაოდენობა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას აქვს, გადაწყვეტილების მისაღებად უმრავლესობასა და ოპოზიციას თანამშრომლობა მოუწევთ.