პარლამენტში სახალხო დამცველის კანდიდატებზე მსჯელობა გრძელდება. სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კონსულტაციები გაიმართება. ხელისუფლების ოპონენტების დიდი ნაწილი მხარს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეულ კანდიდატებს უჭერს. უმრავლესობის პოზიცია კი ჯერჯერობით უცნობია. ომბუდსმენი დეპუტატებმა მაღალი კვორუმით, 90 ხმით 8 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცონ.