ომბუდსმენი პროკურატურას მიმართავს, 5 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობისკენ მოწოდების ფაქტებზე, ორი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. სახალხო დამცველის განცხადებით, საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებებითა და მედიის მიერ გავრცელებული მასალების საფუძველზე, მომზადდა განცხადება, რაც ბრალის წარსადგენად საკმარისია. აღნიშნულს უკვე მოყვა პოლიტიკური გამოხმაურება.