სახალხო დამცველის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მმართველი პარტიის თავმჯდომარე მას არ მიაჩნია სერიოზულ ფიგურად და მისი სიტყვებით, მას არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და არცერთ ქვეყანასთან დასავლეთში – ეხმაურებიან პოლიტიკოსები.
განცხადებები გაკეთდა მმართველ გუნდშიც და ოპოზიციაშიც. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ლომჯარიას ამ სიტყვებით მისი მიკერძოებულობა და არაობიექტურობა კიდევ ერთხელ დადასტურდა.