სახალხო დამცველი ჩატარებულ არჩევნებს გამოეხმაურა – ლევან იოსელიანმა ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში 26 ოქტომბერი შეაფასა და თქვა, რომ არჩევნებში პროცედურული დარღვევები იყო, თუმცა ოპოზციის მიერ გაჟღერებული ბრალდებები მისთვის რთულად დასაჯერებელია. იოსელიანის თქმით, ძნელია, საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, რომ 350 ათასი ადამიანი ე.წ. საარჩევნო კარუსელში მონაწილეობდა.