სახალხო დამცველის განცხადება

ომბუდსმენი ჟურნალისტისა და ოპერატორისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხს ეხმაურება. ლევან იოსელიანი მოუწოდებს შალვა პაპუაშვილს, სადავო წესში ცვლილება შეიტანოს ისე, რომ რეგულაცია არ იწვევდეს მედიის წარმომადგენელთა საქმიანობაში გაუმართლებელ ჩარევას.

ომბუდსმენს მიაჩნია, რომ „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი“ პრობლემურია. როგორც მედიის წარმომადგენლები მიუთითებენ, აკრედიტაციის შეჩერება დისკრიმინაციული საფუძვლით, მათ მიერ მმართველი პარტიისთვის მიუღებელი პოზიციის დაფიქსირებით, თუ კითხვების დასმით არის გამოწვეული.