სახალხო დამცველის ანგარიში

სახალხო დამცველი ციხეებში არსებულ ვითარებას აკრიტიკებს.

მონიტორინგი ომბუდსმენის აპარატის სპეციალურმა ჯგუფმა ოთხ ყველაზე დიდ ნახევრად ღია და დახურულ საპატიმროში ჩაატარა. ანგარიშში ჩაიწერა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრები ერთმანეთის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან დაცულები არ არიან. სახალხო დამცველი ციხეებში არაფორმალური მმართველობის მზარდ ტენდენციაზეც მიანიშნებს. ომბუდსმენის განსაკუთრებული კრიტიკის ობიექტია სამარტოო საკნები, რომლებიც ანგარიშის მიხედვით, არამიზნობრივად და მსჯავრდებულთა დასასჯელად გამოიყენება. ნინო ლომჯარიას შენიშვნები აქვს სამედიცინო სერვისების და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების მიმართაც.