ომბუდსმენი წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ შეფასებას აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით, იდენტიფიცირებულია 15 შესაძლო დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტი, რომლებიც არჩევნებს უკავშირდება. ლევან იოსელიანმა ასევე ყურადღება გაამახვილა „ანტიკორუფციული ბიუროს“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც. სახალხო დამცველის შეფასების დოკუმენტში მოხვდა პოლიტიკური მოტივით შესაძლო დისკრიმინაციის საქმეები, საარჩევნო კამპანიაში შესაძლო ხელშეშლის შემთხვევები და ზეწოლა სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობაზე. სახალხო დამცველმა აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით უკვე მიმართა საგამოძიებო უწყებებს.